[su_quote]გუშინ ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა, თავად
“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, 2019 წელს საქართველოში შემოვიდა 1.5 მილიონი რუსი ტურისტი მთელი წლის განმავლობაში, 2022 წელს კი შემოსულია 247 000.პირიქით, ნაკლები რაოდენობაა შემოსული, თუ შევადარებთ პანდემიამდე წლებს. ვერ ვხვდები, საქართველოში რუსი ტურისტებისგან შემოსული თანხა ქართველ გლეხს უბედურებას დამართებს და მხოლოდ ხოშტარიას შეერგება? ეს არის იმ ადამიანების მოგონილი კამპანიის ნაწილი, რომლებმაც 2012 წლის მარტში, აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი დაუწესა. ამ კამპანიას ტურისტების წინააღმდეგ გეგმავენ ისინი, ვინც უვიზო რეჟიმი დაუწესა[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.