ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყაველაშვილი: კამპანია ატეხეს რუს ტურისტებზე, უნდათ, დაიწყოს მათი დევნა, რესტორნებში მივარდნა

[su_quote]მე რა ინფორმაციაც მაქვს, პანდემიამდე რა ციფრიც იყო, იმას არ ცილდება დიდი რაოდენობით. პრინციპში, უფრო მეტი ტურისტი შემოდიოდა რუსეთიდან, ვიდრე შემოდის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მარტივად გასაშიფრი და მე მჯერა ჩემი საზოგადოების, რომელიც ამ ინფორმაციებიდან გამომდინარე სწორ ანალიზს აკეთებს…დღესაც იმდენად ადვილად იშიფრებიან ეს ადამიანები, რომ ერთი კამპანია ატეხეს რუს ტურისტებზე, ჩამწკრივდნენ ყველა, ექსპერტები, პოლიტიკოსები, NGO სექტორი… ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ უნდათ, გამოიწვიონ აგრესია, ქუჩებში დაიწყოს მათი დევნა, რესტორნებში მივარდნა, აი შეხედე, ჩვენი დაპყრობა უნდათ რუს ტურისტებს და აქ გამოიკვეთა ის რომ დავაწესოთ სავიზო რეჟიმი…ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება. კიედვ ერთხელ ჩამოვთვლი: არ გაამართლა ომის რიტორიკამ, სანქციებმა არ გაამართლა, ვერ ჩართეს ვერც ომში და ვერც სანქციებში, მერე აკერმანის ჯგუფის ეს მთელი მცდელობა, რომ რევოლუცია მოეწყო და ტექნიკური მთავრობა ჩამოყალიბებულიყო, ამანაც. სტატუსის თემა რომ იმათ მიანიჭეს და ჩვენ არ მოგვანიჭეს და ამითაც ვერ ააგორეს სიტუაცია. ყველაფერზე ხელმოცარულები არიან ეს ადამიანები და ხვალაც ასე იქნებიან[/su_quote]

ამის შესახებ “მთავარი არხის” ცნობით, “ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს.

იტვირთბა....