თბილისი-ფოთის მიმართულებით მოძრავი მატარებელი პარალიზებულია.
როგორც “მთავარ არხს” მგზავრები უყვებიან, მატარებელს ტექნიკური პრობლემები აქვს.
“სამტრედიაში ერთ საათზე მეტი ვიყავით გაჩერებულები, ბოლოს, 12-ის ნახევარზე გამოაცხადეს, რომ ქუთაისიდან გამოვიდა ტრანსპორტი, მოგვიწია ტაქსით წამოსვლა. ძალიან გაუმართავი მატარებული იყო ” – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.
“სამტრედიაში გაჩერდა მატარებელი ჩამოგვყარეს მგზავრები არავინ ინფორმაციას არ გვაწვდის. სრული განუკითხაობაა და ქაოსი…”, – ამბობს კიდევ ერთი მგზავრი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მატარებელი სამტრედიაში იყო გაჩერებული, სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა.
“დაბრუნდა 90-იანი წლები, ერთი საათია სამტრედიაში ვართ გაჩერებული თბილისი-ფოთის მატარებელში”, – წერდა Facebook-ზე ლეილა ხომერიკი.