ევროკავშირი აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ლაჩინის დერეფნის გარშემო, მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. როგორც EU-ს განცხადებაშია აღნიშნული, აუცილებელია სასწრაფო დეესკალაცია და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება.
“ევროკავშირი ერთგულად ცდილობს, მხარეებს დაეხმაროს დაძაბულობის დაძლევაში და განაგრძობს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საკუთარ ჩართულობას. მხარეებს მოუვწოდებთ, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო.
ასევე ვრცელდება ცნობები სომეხ სამხედროებს შორის დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.