ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მედიის ცნობით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის დაპირისპირებაა

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მთიან ყარაბაღში ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანული არმიის პოზიციების დაბომბვის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო.

შედეგად, სომხური საარტილერიო ბატალიონი და შეიარაღებული ფორმირებების ერთი პოსტი, ისევე როგორც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა განადგურდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი სააგენტო trend წერს.

ასევე ვრცელდება ცნობები სომეხ სამხედროებს შორის დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.

იტვირთბა....