რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით manifest.ge-ზე პეტიცია გავრცელდა.
“დაწესდეს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას”, – წერს პეტიციის ავტორი, გიორგი იმედაშვილი.
ამ დროისთვის, პეტიციას 1572 ხელმომწერი ჰყავს. იმისთვის, რომ ის ადრესატებს: საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნოს, 10000 ხელმოწერაა საჭირო.