“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტის კითხვაზე – თვლის, თუ არა, რომ რეალურია სააკაშვილის წასვლა პოლიტიკიდან და “ნაციონალურ მოძროაბიდან” – პასუხის გაცემისას აღნიშნა:
“ამ კითხვაზე პასუხი პრინციპში გაგცათ უკვე პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ. მან პრაქტიკულად გათქვა საიდუმლო და აღნიშნა, რომ ეს არის ადვოკატების ტაქტიკა და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, უნდა დავუჯეროთ პარტიის ფორმალურ თავმჯდომარეს“.