“ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბურჯანაძემ გადაცემა „სხვა რაკურსში“, საქართველოში არსებულ პედოფილიის პრობლემაზე ისაუბრა და მოსახლეობას სკანდალური ინფორმაციაც მიაწოდა:
„ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო დღეს წარმოადგენს იმ სახელმწიფოს, სადაც ეს სფერო – პედოფილია, საკმაოდ იკიდებს ფესვებს და სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, მაინც გრძელდება ეს საქმიანობა.
მე მინდა მოგახსენოთ კონკრეტული მაგალითები და კონკრეტული რეგიონები, სადაც ჩვენი ჯგუფები დადიან და დღესაც გრძელდება მონიტორინგი. ძირითადი ცხელი წერტილები გვაქვს აჭარის რაიონში, ბათუმი გვაქვს მხედველობაში და თბილისში უშუალოდ „პლეხანოვი“ და ვაკის რაიონი.
თბილისში, აღმაშენებელზე საკმაოდ მძიმე ვითარებაა, იმდენად, რამდენადაც ღამის კლუბებში და დღის კლუბებშიც გვხვდება ასეთი შემთხვევები, როდესაც პატარა ბავშვები, არასრულწლოვნები არიან ჩაბმულები სექსუალურ ექსპლუატაციაში.
რატომღაც, კანონმდებელი ვერ ხედავს აქ არსებულ პრობლემას, რაც მკაფიოდ ჩანს. კანონმდებელი უნდა იყოს დაკავებული იმ პრობლემებით, რაც ჩვენ გვტკივა – საზოგადოებას!
მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია: მოსკოვის გამზირზე, ისან-სამგორში, დღესაც გადაადგილდება ადამიანი, რომელიც შემჩნეული ჰყავთ მსგავს ქმედებაში და მინდა მოვუწოდო ისანი-სამგორის რაიონის პოლიციასა და მოსახლეობას, ცოტა ფრთხილად იყვნენ. ეს ადამიანი სადარბაზოებში ხვდება პატარა ბავშვებს და ძალადობის ფაქტები ხდება. მე ვაწვდი საზოგადოებას ამ ინფორმაციას, ბევრი გამოძახილი გვაქვს ისანი-სამგორის რაიონში“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
“მეტრონომი” დაუკავშირდა შსს-ს, რომლებმაც დაგვპირდნენ, რომ სულ მალე მოგვაწვდიან ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.