სტინგი, კრის ბოტისთან ერთად, თბილისში, 27და 28 თებერვალს, დიდი საკონცერტო დარბაზში 2-საათიან Live კონცერტს გამართავს. კრის ბოტის კარგად ნაცნობი ნაწარმოებების გარდა, სტინგის ყველაზე ცნობილი ჰიტებიც აჟღერდება.
ამის შესახებ, კრის ბოტიმ გულშემატკივრებს სპეციალური ვიდეოთი ამცნო. ამავე ვიდეოში, მან თებერვლის თვის მუსიკალურ ათეულსაც გაუწია რეკომენდაცია და, ამავდროულად, აღნიშნა, რომ თბილისელ მელომანებს ამჯერად სტინგის შემოქმედებიდან შერჩეული კომპოზიციებით ასიამოვნებს.
სტინგის და კრის ბოტის ერთობლივ კონცერტზე დასწრებას მხოლოდ SOLO-მომხმარებლები შეძლებენ. 200-დან 600 ლარამდე ღირებულების ბილეთების შეძენა კი SOLO ლაუნჯში იქნება შესაძლებელი.
სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.