უკრაინის შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა “ჰაიმარსებისგან” დამალვისას შემთხვევით ააფეთქეს საკუთარი მატარებელი, რომელიც საბრძოლო მასალებით და აღჭურვილობით იყო დატვირთული.
როგორც გამოცემა UNIAN წერს, შემთხვევას ხერსონის ოლქის რკინიგზის სადგურ “კალანჩაკზე” რმადენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი – “ოკუპანტებმა 31 ივლისს წარმატებით განახორციელეს საკუთარი მატარებლის დემილიტარიზება” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაზვერვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ მომხდარი სავარაუდოდ, ფეთქებადი ნივთიერებების გაუფრთხილებლობით გადმოტვირთვამ ან ადგილზე გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია, რომელიც კვამლის გასაშვებად გამოყენებული პიროტექნიკის არასათანადო გამოყენებას მოჰყვა.
“დილის 8 საათზე რაშისტებმა ეშელონის გადმოტვირთვა დაიწყეს. HIMARS-ის დარტყმისგან დასაცავად, ოკუპანტებმა კვამლის მძლავრი საშუალებები გამოიყენეს. დაახლოებით 11:20 საათზე, იმ ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, აფეთქება მოხდა, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ვერ გაარჩიეს, თუ რაში იყო საქმე და აფეთქებისთანავე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ყირიმის მიმართულებით დაიწყეს სხვლა. მტრის პირადი შემადგენლობა დაპანიკებული გაიქცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.