ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზახაროვა საუბრობს, როგორი იქნება მოსკოვის პასუხი, თუ აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს, ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს

“მათ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება უკუქმედებას ბადებს და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება გახდეს დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. ამას მოჰყვება მთელი რიგი შედეგებიც. ჩვენ მდგომარეობის განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და თუ ვაშინგტონში მოსკოვთან ურთიერთქმედების სრულ შეჩერებაზე წავლენ, გადავიტანთ“, – აცხადებს ხაზაროვა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიაროს. თუმცა, ეს დოკუმენტი შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

იტვირთბა....