უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან გასვლის შესახებ. ჯერჯერობით თავს ვიკავებ ფართო კომენტარებისგან. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მან ყველაფერი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად. უკრაინაში ყველაფერი მიატოვა საქართველოს გულისთვის. იმ დროს, როცა ის ჩვენ უკრაინაში ძალიან გვჭირდება, მთელი ეს თვეები. ახლა მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს უფლებას მთელი თავისი ენერგია პოლიტიკაზე დახარჯოს და ჯანმრთელობაზე არ იზრუნოს. ახლა პრიორიტეტი მისი სიცოცხლე და საქართველოს საზღვრებს გარეთ მკურნალობაა“– წერს ლიზა იასკო.