მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოთქვა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ილია მეორეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც მას ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.
„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს“, – ასე მიმართავს ილია მეორეს რუსეთის პატრიარქი.
“თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესო, საყვარელო ძმაო და ღვთის ტახტთან შეწირულო!
გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი სამთავისისა და კასპის უწმინდესის ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკული გარდაცვალების გამო.” – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში.