ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მედვედევი: საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან შეერებამდე საერთოდ არ არსებობდა, როგორც ქვეყანა.

“მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რომ აღვადგინოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრები, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება. ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად, საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა – რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსლიმთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი. ასევე აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს”, – დაწერა მედვედევმა.

ამის შესახებ მედვედევმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა, შემდეგ პოსტი წაშალა. მოგვიანებით, ტექსტის სქრინები Telegram-ზე გავრცელდა.

იტვირთბა....