ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად ემზადებიან – დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად ემზადებიან.

როგორც დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი ТСН-სთან საუბარში აცხადებს, მას შემდეგ, რაც ია პარტიზანული მოძრაობა გააქტიურდა და ადგილობრივი მოსახლეობა ყირიმის უკტაინის კონტროლის ქვეშ დასაბრუნებლად ემზადება, რუსმა ოკუპანტებმა იქ საჰაერო თავდაცვის ძალების მობილიზება გააძლიერეს.

“ახლა გადაჯფუფება მიმდინარეობს – რუსები ძალებს ამ მიმართულებით აგზავნიან. ამასთან, ყირიმში რუსები აძლიერებენ საჰაერო თავდაცვას. როგორც ვხედავთ, გააქტიურდნენ პარტიზანები, გააქტიურდა მოძრაობა ოკუპანტების წინააღმდეგ. ხალხი იმისთვის ემზადება, რომ ჩვენ იქ დავბრუნდებით”, – აცხადებს სკიბიცკი.

იტვირთბა....