ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახაძე სააკაშვილზე: კონსტიტუცია მსჯავრდებულის სხვა ქვეყანაში გადაყვანას არ გულისხმობს

“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის მოხდა პოლიტიკას არ უკავშირდება და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

კახაძე ამბობს, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ თუ საჭიროა უცხოელი სპეციალისტი უნდა იქნეს მოპატიჟებული და ზოგადად, ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ.

“მე რამდენადაც ვიცი, მისი [მიხეილ სააკაშვილის] სასჯელის მოხდა პოლიტიკას არ უკავშირდება, მის ქმედებებს უკავშრდება. რამდენადაც ვიცი, ეს დაადასტურა სტრასბურგმა და არა მარტო სასამართლოს სამმა ინსტანციამ. ეს სუფთა იურიდიული საკითხია, ეს არ არის პრაქტიკული საკითხი და მეორე, კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან, არ ცნობს… ასეთი თავი და მუხლი არ აქვს, რომ სასჯელმისჯილი მსჯავრდებული სხვაგან იყოს გადაყვანილი, ეს რამდენადაც მითხრეს იურისტებმა. აქ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, აქ არსებობს პოტენციალი, თუ არადა, თუ საჭიროა უცხოელი სპეციალისტის მოპატიჟება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რომელიც ჩვენთან სასჯელს იხდის, მაგრამ როგორც ინფორმირებული ვარ, კონსტიტუცია მსჯავრდებულის სხვა ქვეყანაში გადაყვანას არ გულისხმობს”, – აცხადებს კახაძე.

ცნობისთვის, სააკაშვილის უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ქართული პოლიტიკიდან სრულად დისტანცირდეს.

იტვირთბა....