ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბლინკენი საუბრობს, რისთვის იყენებენ რუსები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს “ბირთვულ ფარად“ იყენებენ, რადგან იციან – ატომურ ელეტროსადგურს ცეცხლის არავინ გაუხსნის.

მისივე თქმით, რუსები ელექტროსადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ და უკრაინულ ძალებს იქედან უხსნიან ცეცხლს.

“თავისთავად, უკრაინელებს არ შეუძლიათ საპასუხო ცეცხლის გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ატომურ ელექტროსადგურზე საშინელი კატასტროფა მოხდება“,- განაცხადა ბლინკენმა ატომური იარაღის გავრცელების შეკავებასთან დაკავშირებით გაეროში გამართული მოლაპარაკებებისას.

იტვირთბა....