aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

რისი ძვალი იპოვეს ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში?

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ბიძინა კუჭავას ქვრივმა განაცხადა, ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაუდგენელი წარმომავლობის ძვალია ნაპოვნი.

სამართალდამცველები დეტალებს არ აკონკრეტებენ, მაგრამ მათი განცხადებით, ადგილიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებები ამოიღეს, რომელიც უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავტოფარეხში სპეციალურმა მოწყობილობამ გეო-რადარმა, დააფიქსირა ანომალიური ნივთის არსებობა ბეტონის საფარის ქვეშ.

არის თუ არა კავშირში ეს ნივთმტკიცება ქირია-კუჭავას საქმესთან, ამ დროისთვის გამოძიება არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ პროკურორ ოთარ ქირიას მკვლელობა და რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობა გამოძიებაშია, რომელიც სავარაუდოდ ერთმანეთს უკავშირდება.

 

 

იტვირთბა....