უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
ნადირაძე ქართველებს მოუწოდებს, უკრაინელები შეიფარონ, რადგან ქართველები მათთან ვალში ვართ.
“ქართველებო, რა არის გულმავიწყები, რომ გამხდარხართ… დაგვავიწყდა ხომ, აფხაზეთიდან დევნილებს მივმართავ დაგვავიწყდა ხომ, უკრაინელების თავგანწირვა, რომ სვანეთის მთებში არ დახოცილიყვნენ ჩვენი დევნილები. დღეს ხელგაშლილები ვხვდებით რუსებს ამ ჯიშძაღლებს და უკრაინელებს სასტუმროდან ვყრით, ვალში ვართ უკრაინელებთან, ნუ დაუშვებთ ამას, მოგმართავთ არ დაუშვათ, რომ უკრანელები დარჩნენ ქუჩაში დააბინავეთ, იცით რამდენი აფხაზეთიდან დევნილი ცხოვრობს უკრაინაში იმ ჯიშძაღლებს ფარდაგებს ნუ უგებთ და დაშვათ მათი ქუჩაში გამოყრა.” – ამბობს ნადირაძე ვიდეო მიმართვაში.

