მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, ქართული პოლიტიკიდან გასვლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შეაფასა.
„ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა, ნებისმიერი მიზეზით, არის კატასტროფა მორალურად და პოლიტიკურად. ის, რომ დღეს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, მას ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს და ძირითადად უკრაინის თემებით არის დაინტერესებული.

