ახალი ამბები პოლიტიკა

„ტყუილია, ტყუილი“ – კობახიძე დეგნანის მიმართ შესაძლო მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება, ტყუილია.

ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს დოკუმენტები, რომ ამერიკის ელჩზე, კელი დეგნანზე ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდება, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი.

„ტყუილია, ტყუილი, მე ვიცი, რომ ტყუილია“, – აღნიშნა “საზმაუს” ცნობით, კობახიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.

იტვირთბა....