სუპერ პუმა” სამაშველო დანიშნულების არ იყო, გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და 29 ივლისს გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ასე გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს, ვითარდება ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის მეტი ქონება იქნება შეძენილი მომავალში.
“ნარატივი, რატომ ვერ ახერხებთ გამართულის შეძენას თუ გამართვას, ტყულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. როცა პუმაზე მეკითხებით, თქვენ, არ უნდა მეკითხებოდეთ რატო. არც ერთი სამაშველო დანიშნულების არ იყო, უფრო მეტიც, ერთ-ერთი მათგანი გათვლილი იყო ვიღაცების პირად კომფორტზე. მხოლოდ ეს ფუნქცია ჰქონდა იმ პუმას და რადგან თქვენ პუმას მეკითხებით, ეს არარელევანტურია და უბრალოდ ძალიან სპეკულაციური ნარატივია.
საკმარისი საქართველოში შეიძლება ბევრი რამ არ იყოს, ვითარდება ეს ქვეყანა და ქვეყნისთვის მეტი ქონება იქნება შეძენილი მომავალში. მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან იყო ეს ვერტმფრენი, რადგან სამაშველო აღჭურვილობით იყო აღჭურვილი, ამაზე სპეკულაცია უნდა დამთავრდეს”, – აცხადებს მდინარაძე “მთავარის” ცნობით.
ცნობისთვის, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა და მათ დასახმარებლად ვერტმფრენი გააგზავნეს. ხსენებული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა.
გუდაურში ტრაგიკული სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრები გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

