ახალი ამბები საზოგადოება

“ზუსტად იმდენს ვაძლევთ, რამდენსაც ჩვენს დევნილებს” – მინისტრი უკრაინელ დევნილებზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურა აზარაშვილი აცხადებს, რომ უკრაინელ დევნილებს ზუსტად იმდენს აძლევენ, რამდენსაც ქართველებს.

მისივე თქმით, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემაში გადაყვანა მიზანშშეუწონელია.

“მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილებული და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითი ვნახეთ. ასევე, ჩვენ შემთხვევაში, როც ქვეყანაში გვყავს 300 000-მდე ჩვენი დევნილი თანამემაულე, მნიშვნელოვანია, ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან. აქედან გამომდინარე, ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის, და ზუსტად მათთვისაც ის თანხებია განსაზღვრული, რასაც ვაძლევთ ოჯახებს ბინის საქირავებლად და ასევე ის 45-ლარიანი დახმარება, რასაც თითოეულ ჩვენს დევნილს ვაძლევთ ყოველთვიურად.

აქედან გამომდინარე, ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემაში გადაყვანა მიზანშშეუწონელია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემის მიმართ, თავი დაანებონ პროვოკაციებს.

დღეიდან უკვე სასტუმროებიდან ლტოლვილების დიდი ნაწილი გამოვიდა, მათ უდიდეს ნაწილს უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება, ჩვენი დევნილთა სააგენტოს თანამშრომლები დადიოდნენ სამი კვირის განმავლობაში ადგილზე იმ 40  სასტუმროში და ყველა ლტოლვილს, რომელიც აღრიცხეს და რომელმაც შესაბამისი განაცხადები შეავსო, გაუხსნეს ანგარიშები და უკვე ჩარიცხული აქვთ შესაბამისი დახმარება. სპეკულაციები, თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ასე არ არის. ასევე ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადასხვა რაიონში, ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები, სადაც შეიძლება ქირაობა და შეთავაზებებსაც უკეთებენ”, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით უკრაინელ ლტოლვილებს ბინებით უზრულველყოფის ნაცვლად 300 ლარიან დახმარებას მისცემენ. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.

ამასთან ერთად, ერთ უკრაინელ დევნილს დამატებით 45 ლარი დაერიცხება.

იტვირთბა....