ახალი ამბები საზოგადოება

VIDEO: “დღეიდან 3 მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში ვრჩები” – უკრაინელი ლტოლვილები საცხოვრებლის გარეშე რჩებიან

დღეიდან 3 მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში ვრჩები, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში მყოფმა ერთ-ერთმა უკრაინელმა ლტოლვილმა განაცხადა.

“დღეიდან 3 მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში ვრჩები, გვითხრეს, რომ ამ პროგრამის ამოქმედებას და თანხის ჩარიცხვას 20 დღე სჭირდება. მანამდე რა გავაკეთოთ, სად წავიდეთ…ძალიან გთხოვთ შედით ჩვენს მდგომარეობაში და დაგვეხმარეთ”, – აცხადებს უკრაინელი ქალი.

კიდევ ერთი უკრაინელი ლტოლვილის თქმით, 300 ლარად ბინის მოძებნა არარეალურია და ითხოვს ერთი თვე მაინც მისცენ, რათა ახალი საცხოვრებლის პოვნა შეძლონ.

“პირველი აგვისტოდან უნდა დავტოვოთ სასტუმრო სადაც ვიმყოფებით. იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი არის საკურორტო ქალაქი და ახლა ზაფხულის სეზონია, 300 ლარით ბინის მოძებნა და ქირაობა არარეალურია. ყველაფერი ძალიან ძვირია. ასევე ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ ახალი საცხოვრებელი ვიპოვოთ. დღეიდან ქუჩაში აღმოვჩნდებით. ვითხოვთ ერთი თვე მაინც მოგვცენ იმისთვის, რომ რაიმე ვიპოვოთ”, – აცხადებს უკრაინელი ქალი.

ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით უკრაინელ ლტოლვილებს ბინებით უზრულველყოფის ნაცვლად 300 ლარიან დახმარებას მისცემენ. გადაწყვეტილება ძალაში უკვე შევიდა.

ამასთან ერთად, ერთ უკრაინელ დევნილს დამატებით 45 ლარი დაერიცხება.

იტვირთბა....