ახალი ამბები საზოგადოება

გუდაურში დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100 000 ლარს გადასცემს – ღარიბაშვილი

გუდაურში დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო 100 000 ლარს გადასცემს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს,

“ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან გული დაგვწყვიტა ამ ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თითოეულ ოჯახს გამოუყოფს სამინისტრო 100 000 ლარს, ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა და მათ დასახმარებლად ვერტმფრენი გააგზავნეს. ხსენებული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა.

გუდაურში ტრაგიკული სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრები გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

იტვირთბა....