ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“ბავშვობიდან პილოტობაზე ოცნებობდა…შავ მუშად მუშაობდა, რომ სწავლის ფული გადაეხადა” – დაღუპული პილოტის ანდრო ქუჯოშვილის დეიდა

ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ მფრინავი გამხდარიყო, – აღნიშნულის შესახებ 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული პილოტის ანდრო ქუჯოშვილის დეიდამ “მთავართან” განაცხადა.

მისივე თქმით, ანდრო ზაფხულში შავ მუშად მუშაობდა, რომ სწავლის თანხა შეეგროვებინა.

“ბავშვობიდან ოცნებობდა, რომ მფრინავი გამხდარიყო. პატარა რომ იყო ნახატებს აკეთებდა ძერწავდა თვითმფრინავებს. ამბობდა, რომ სხვა პროფესია არ უნდოდა. ზაფხულში შავ მუშად მუშაობდა, რომ სასწავლებლის თანხა მოეგროვებინა. ბორტ მექანიკოსად, ბორტ ინჟინერად მუშაობდა. ბოლო 2 თვეა, რაც გადაიყვანეს მფრინავად”, – ამბობს ანდრო ქუჯოშვილის დეიდა.

ცნობისთვის, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა და მათ დასახმარებლად ვერტმფრენი გააგზავნეს. ხსენებული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა.

გუდაურში ტრაგიკული სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრები გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

იტვირთბა....