ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“მოტეხილი მიდიოდა…ერთ საათში ჩამოვფრინდები და მოდით ჩემთანო” – დაღუპული პილოტის ზაზა ლორიას შვილი

მოტეხილი მიდიოდა…ერთ საათში ჩამოვფრინდები და მოდით ჩემთანო” – აღნიშნულის შესახებ დაღუპული პილოტის ზაზა ლორიას შვილმა ანი ლორიამ “მთავართან” განაცხადა.

მისივე თქმით, ზაზა ლორიას უამრავ ასეთ ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

“35 წელია მფრინავია და ამ საქმეს ემსახურება, უამრავ ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუკი სადმე რამე ხდებოდა, ყველაზე რთული, ყველაზე საპასუხისმგებლო რაც იყო ერთ-ერთი იყო ზაზა ყოველთვის. გასვლის წინ კი რაღაცნაირად შემომჩივლა გადაიჩეხა საწყალი ვიღაც პარაპლანისტი და უნდა წავიდეო, არ ვიცი, რაღაც ყოველთვის მიდიოდა ხოლმე შემართებით… მოტეხილი მიდიოდა. ბოლო კომუნიკაცია ეს იყო, რომ ერთ საათში ჩამოვფრინდები და მოდით ჩემთან”, – ამბობს ანი ლორია, ზაზა ლორიას შვილი.

ცნობისთვის, 29 ივლისს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა და მათ დასახმარებლად ვერტმფრენი გააგზავნეს. ხსენებული სამაშველო ვერტმფრენი აფეთქდა და ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა.

გუდაურში ტრაგიკული სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრები გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

იტვირთბა....