ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია” – რას ამბობენ საქართველოში ჩამოსული რუსები

არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, – აღნიშნულის შესახებ საქართველოში ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქემ “მთავართან” საუბრისას განაცხადა.

 “გუშინ ჩამოვედი საქართველოში, მომწონს თქვენი ქვეყანა, მზიანია და საინტერესო, ვაპირებ ყველაფერი დავათვალიეროთ, აფხაზეთზე და ოსეთზე მსმენია, მაგრამ არ მსურს ამაზე ლაპარაკი, ძალიან მეჩქარება”, – თქვა რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ასევე რუსეთის მოქალაქის თქმით, არ იცის ოკუპირებულია თუ არა საქართველოს ტერიტორიები.

“ჩვენ თბილისის  ჩამოვედით დასათვალიერებლად, ბათუმში ვიყავით და იქიდან მოვდივართ. არ ვიცი თუ თქვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, შესაძლოა ასეც იყოს , მაგრამ არ მაქვს ინფორმაცია ამაზე,”, – ამბობს რუსეთიდან, საქართველოში ჩამოსული მოქალაქე.

 “არ მაქვს ინფორმაცია რომ თქვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. მაგრამ საქართველოში ფიქრობენ, რომ ეს ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ”, – ამბობს რუსეთის მოქალაქე.

იტვირთბა....