ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთით წარმატებულ შეტევებს აგრძელებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთით წარმატებულ შეტევებს აგრძელებენ, – აღნიშნულის შესახებ “სამხრეთის” უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

გუმენიკმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის მტრის სატრანსპორტო ლოჯისტიკური მარშრუტები უკრაინის სამხრეთით.

“უკრაინის სამხრეთით პროცესები დინამიურად ვითარდება. რუსები რეგიონული ცენტრის დაკარგვას მოსკოვის დაკარგვას ადარებენ. ჩვენმა საარტილერიო ქვედანაყოფებმა ძალიან მიზანმიმართულად იმუშავეს. სამიზნეების დაზიანება არსებითია. ამჯერად განადგურებულია ორი ლოჯისტიკური პუნქტი ბერისლავსკის რაიონში – საბრძოლო მარაგები და საწვავ–საპოხი მასალები. ახალ კახოვკაში ასევე არსებითად შემცირდა საწვავის მარაგები”, – განაცხადა გუმენიუკმა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....