29 ივლისს გუდაურში პარაპლანით დაშავებული პირის ნუგზარ რაზმაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, – აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა დავით ციცქილაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ნუგზარ რაზმაძეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარეს, რა დროსაც მას კლდის ნაწილი ფეხიდან ამოუღეს.
“დღესაც ჩაუტარეს ოპერაცია და ფეხიდან კლდის ფრაგმენტი ამოუღეს. ამჟამად ხელოვნურ კომაშია, თუმცა მის სიცოცხლეს, ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ გამოძიებას ინფორმაციას მივაწოდებთ პარაპლანის უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. მართალია, ამ შემთხვევის დროს ნუგზარ რაზმაძე შეესწრო თვითმფრინავის ვარდნასაც, თუმცა რაიმე ღირებული ინფორმაცია ჩვენ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია”, – თქვა დავით ციცქილაძემ.

