ახალი ამბები მთავარი

მომღერალ რატი დურგლიშვილის მანქანა დაიწვა

ახლახანს, ჟვანიას (გაგარინის) მოედნისკენ ასასვლელ გზაზე რატი დურგლიშვილის მანქანა აალდა. მომღერალი ავტომობილში იმყოფებოდა. მან გადმოსვლა მოასწრო. პატრული და სახანძრო დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე და სიტუაციის განეიტრალება შეძლო.

როგორც მომღერალი „მეტრონომს“ უამბობს, ავტომობილის აალების მიზეზი მისი სიძველე გახდა.

რატი დურგლიშვილი: “მიზეზი ის არის, რომ ძველი მანქანა იყო,  ზეთი გადახურდა, რეზინის მილი გასკდა და ზეთი მოედო მთელ მანქანას, მათ შორის ცხელ ძრავს მიესხა. მოძრაობის პროცესში მოხდა აალება. გავაჩერე და გადმოვედი. ძალიან მალე მოვიდა სახანძრო და საპატრულო პოლიცია, უღრმესი მადლობა მათ”.

იტვირთბა....