[su_quote]თავად როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის ნოემბერში რევოლუცია მოახდინა, თქვენ გგონიათ კონკრეტული გეგმა არსებობდა იქ? სახელდახელოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, თორემ ნამდვილად არ აპირებდა. საუბარი იმაზე იყო, რომ 2005 წელს სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხმდებოდა, მაგრამ იყო საუბარი. კონკრეტული გეგმა, გაწერილი ივლისში, ვერ ამოქმედდება სექტემბერში და ოქტომბერში, აი ამ საკითხსაც უნდა დაესვას წერტილი[/su_quote]
ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.