დღეს, თბილისის დროით 22:55 საათზე, სოფელ სამებასთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისის დასავლეთით 22კილომეტრში, სოფელ სამებაში იყო.