[su_quote]მაგისთვის ხო გაილახეთ, აი, ოპერატორები რომ გალახეს[/su_quote]
ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამამ ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორს, როდესაც ჟურნალისტი ცდილობდა, ავტოფარეხში მყოფი გია კობახიძისთვის კითხვა დაესვა.
ინტერვიუს ბოლოს კი, გია კობახიძე “ფორმულას” ჟურნალისტს დაემუქრა – “არ გაბედოთ მეორედ მოსვლა თუ არა …” – ისმის კადრებში მისი ხმა.