ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“თქვენ თვითონ დაასრულებთ ჩამოხრჩობით” – “აზოველების” მიმართვა პუტინს ოლენოვკას ტერაქტის შემდეგ

“აზოვის” პოლკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ნიკიტა ნადტოჩი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ოლენოვკაში უკრაინელი სამხედროტყვეების მასობრივ მკვლელობას ეხმაურება. მისი თქმით, რუსები ჯერ ტყუოდნენ და უკრაინელებს აბრალებდნენ ტერაქტს, შემდეგ კი საკუთარი დანაშაული აღიარეს, როდესაც ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ “აზოვსტალის” მცველების ჩამოხრჩობის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა.

“მინდა, პუტინს, რომელიც პირადად ატარებს ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, რომ  შევახსენო, რომ ჩამოხრჩობილის სახლში თოკზე არ საუბრობენ. თქვენ თვითონ დაასრულებთ ჩამოხრჩობით თქვენს ტურებთან და საელჩოებთან ერთად. ყველა მოწმობითა და ბეჭდით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით – ბარბაროსთა იმპერია განადგურდება“, – ამბობს ნადტოჩი ვიდეოში.

ცნობისთვის, საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის “აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისის ღამით მოხდა. რუსულ მედიაში გავცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო. ხოლო უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

 

იტვირთბა....