კულტურა

როგორ მოვამზადოთ მარტივად, სახლის პირობებში აჭარული ხაჭაპური

აჭარული ხაჭაპურის წარმოშობის ისტორია ლაზებს უკავშირდება. მათ გამოაცხვეს პირველად ეს გემრიელი ხაჭაპური და ნავის ფორმა მისცეს. ბერძნებს კი განსაკუთრებულად უყვართ ეს კერძი და მეცხრამეტე საუკუნიდან აქტიურად აცხობენ  ხაჭაპურის სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის ბეკონით, პომიდვრით და ა.შ.   საბერძნეთისა და თურქეთის ომის შემდეგ ხაჭაპურის რეცეპტი თურქეთშიც გადავიდა, იქიდან კი აჭარაში შემოვიდა.

ეს უგემრიელესი კერძი კი ასე მზადდება:

ავურიოთ ფქვილში საფუარი, შაქარი,  მარილი და დავასხათ რძე. მოვზილოთ ნაზი ცომი და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვალად.
ცომი შემოვახვიოთ ორივე მხრიდან და წვეროები შევუკრათ, მივცეთ ნავის ფორმა, შემდეგ კი კვერცხის გული წავუსვათ.
გავხეხოთ იმერული ყველი და სულგუნი, ავურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ ერთი კვერცხი. მიღებული მასა მოვათავსოთ ნავის ფორმაში.
შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ, ხაჭაპური  ცოტა რომ შეწითლდება, გამოვიღოთ ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გავაკეთოთ ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხი მოვათავსოთ, შევაბრუნოთ  ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება.
გამომცხვარი ხაჭაპური გამოვიღოთ ღუმელიდან და დავადოთ ზემოდან კარაქის ნაჭერი.

საჭირო ინგრედიენტები:

ფქვილი

600 გ

რძე

200 მლ

ზეთი

1 ს.კ

საფუარი

12 გ

შაქარი

1 ჩ.კ

კვერცხი

1

მარილი

1 ჩ.კ

ერთი ხაჭაპურისთვის:

მზა ცომი

200 გ

გახეხილი ყველი

180 გ

კვერცხი

3

კარაქი

20 გ

იტვირთბა....