ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი ბიჭვინთაზე: ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ

“არათუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. არსებული ცნობით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება 2022 წლის 19 იანვარს, მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა.  დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.

“არათუ მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, შესაბამისად, მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი არის, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და ასზე მეტი სოფელი. ჩვენ, ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ, ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავამთლიანებთ”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

იტვირთბა....