ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

არსეტოვიჩი: რუსეთმა ამ ომში მეორე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლს, ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსული ძალები უკვე რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ ხერსონში ჯარისკაცების გადასროლით აქტიურად არის დაკავებული. არესტოვიჩს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ რუსები საკუთარ სამხედროებს “სტრატეგიულ ხაფანგში” ახვევენ.

“დიახ და ეს ძალიან კარგია. მათ ამ ომში სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როგორც იქნა… მაგრამ პირველი სტრატეგიული შეცდომა ჯერ კიდევ ომის დასაწყისში იყო. მეორე კი მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მეხუთე დღეა ძალიან აქტიურად გადაჰყავთ სამხედროები ხერსონში, სადაც ყველა მათგანის დასამარებას ვგეგმავთ”, –  მიუგო არესტოვიჩმა ჟურნალისტს.

 

იტვირთბა....