ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: რუსეთი ყველანაირ წითელ ხაზებს გასცდა, ერთადერთი, ხოშტარიებს ვერ შეუწყვიტა ჰონორარი

[su_quote]რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი ქვეყანაა, რომელიც ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა, ერთადერთი მარტივი წითელი ხაზი ვერ გადალახა – ვერ შეუწყვიტა ხოშტარიებს ოჯახს სამკვიდრო ჰონორარი. აი, ეს ვერ გაბედა, დანარჩენი ყველაფერ ქნა – უკრაინაში ქალებსა  და  ბავშვებს ხოცავს, სხვის ტერიტორიაზეა  შეჭრილი, ოკუპაციას აგრძელებს, ემუქრება  ევროპას გაზის გათიშვით,  აშანტაჟებს რუბლებში  გადამიხადეთ, ყველაფერს  კადრულობს, არ  იკადრა უბრალოდ, რომ ჰონორარი არ შეუწყვიტა ხოშტარიებს. აი, ამას  აჯერებენ ხალხს და ვიღაცეები ხომ არიან, ვისაც ეს სჯერა. ახლა,  ნაცები ხომ  მხარს უჭერენ  ამ  ამბავში ხოშტარიას. თან, ამ  ხალხს, ვისაც  ეს სჯერა, ისიც სჯერა, რომ ელენე ხოშტარიას  ოჯახი ტანკებს აცლის რუსეთს. ეს ჰონორარი რომ არ მოჰქონდეთ ამათ, რუსეთს მეტი  ტანკი ეყოლებოდა. ამ  მოცემულობაში ვართ, რომ დღეს  საქართველოში არიან ძალები, რომელიც ახლა ჩვენ რაც  მოვყევით უტრირებულად, აჯერებ საკუთარ ამომრჩეველს  და საზოგადოებას[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა “იმედის LIVE’-ის” ეთერში განაცხადა.

 

იტვირთბა....