ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

დონბასში მტერი რამდენიმე მიმართულებით უკან იხევს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, დონბასში რუსი ოკუპანტები დანაკარგებს განიცდიან და რამდენიმე მიმართულებით უკან იხევენ.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, დონბასში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქედებები გრძელდება, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მტრის შტურმი მოიგერია “ვერშინის” და “სემიგორიას” მიმართულებით და რუსებს დანაკარგები მიაყენა რამდენიმე რაიონში.

“ოკუპანტებმა საავიაციო დარტყმები მიიტანეს “სოლედარასა” და “ვესელოი დოლინას” სიახლოვეს. მტრის შეტევითი მოქმედებები “ვერშინისა” და “სემიგორიას” მიმართულებებზე ჩვენმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს. მოწინააღმდეგე ცდილბს, “ნოვოლუგანსკისა” და “სოლედარას” რეგიონებზე შეტებას, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება” – ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

იტვირთბა....