ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
უცნობია, დაკავებულებს შორის არის თუ არა პირი, რომელმაც ახალგაზრდას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა ცხვარიჭამიაში, მეგობრის სახლში იმყოფებოდა დაბადების დღეზე, რა დროსაც, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ტრაგედიით დასრულდა.
ამავე თემაზე: ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის შვილია