ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი ბომბი ჩამოაგდეს. ტერეხოვის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ორსართულიან სახლს მოხვდა. ამ დროისთვის მაშველები ცდილობენ, ნანგრევებიდან გადარჩენილები ამოიყვანონ.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, მეორე ბომბი ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს მოხვდა.
დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.