დღეს, რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქი დაბომბეს, შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს. მისი ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი შენობა ჩამოინგრა, ორი კი დაზიანდა.
ანდრეი ნებიტოვის თქმით, რუსმა სამხედროებმა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე გაისროლეს “კალიბრის” ტიპის რაკეტები. ერთ-ერთი მათგანი უკრაინელებმა ბუჩანსკის კარიერის თავზე ჩამოაგდეს.
მისივე თქმით, უფრო მძიმე შდეგების თავიდან აცილება განგაშის სიგნალზე უკრაინელების სწრაფი რეაგირების წყალობით მოხერხდა.
“ოკუპანტების კიდევ ერთი რაკეტის ნარჩენები პოლიციელებმა ტყეში აღმოაჩინეს. საბედნიეროდ, იქ არავინ დაშავებულა” – აღნიშნავს ნებიტოვი.