ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი აღიარებულ იქნას ტერორისტის მხარდამჭერს სახელმწიფოდ.
როგორც New York Time წერს, სენატის წევრები რეზოლუციით აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავენ – საქართველოში, სირიაში, ჩეჩნეთსა და უკრაინაში ჩადებული ქმედებებისთვის, რამაც “უთვალავი უდანაშაულო კაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი გამოიწვია”, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოაცხადოს.
“ოთხშაბათს, სენატმა ერთხმად დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს მოუწოდებს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ჩადენილი ქმედებებისთვის, რამაც უთვალავი უდანაშაული მამაკაცის, ქალისა და ბავშვების სიკვდილი გამოწივია, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოაცხადოს”, – წერს New York Time.