ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შაქარიშვილი: კელი დეგნანს ჰყოფნის თავხედობა და ისევ ჭკუას გვარიგებს!

[su_quote]საოცარია, რომ კელი დეგნანს ყოფნის თავხედობა და გუშინდელი საბოლოო ლუსტრაციის შემდეგ, ისევ მენტორული ტონით გველაპარაკება და ჭკუას გვარიგებს!
ფაქტების უარყოფაზე გადავიდა, კითხვებზე ვითომ ოსტატურად თავის არიდება დიპლომატიურობას არ ნიშნავს! რას გვეუბნება, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ბიძინა ივანიშვილთან სამ საათიანი შეხვედრა, ფრინველების თბილ ქვეყნებში მიგრაციას შეეხებოდა?!
გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას გვაყენებს მთელ ერს, თავისივე ქვეყნის რეპუტაციას და ავტორიტეტს აზიანებს! ამ დროს, რა გულისამრევია ეს დამონებული, კოლონიალიზმით შეპყრობილი ოპოზიცია, რომელიც გუნდრუკს უკმევს გენერალ-გუბერნატორს! ანონიმკებს კი აღარ წერენ, პირდაპირ ემონებიან! ჩვენ დაგვინახეთ! ჩვენ, დედას მოვკლავთ, მამას მოვკლავთ თუ თქვენს სამსახურში აგვიყვანთ, ქვეყანასაც გავყიდით თვალის დაუხამხამებლადო![/su_quote]

ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე წერს.

 

იტვირთბა....