ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოეთ კორეა სრულ მზადყოფნაშია აშშ-სთან სამხედრო კონფლიქტისთვის

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფხენიანი სწრაფად მოახდენს ბირთვული შემაკავებელი ძალების მობილიზებას სეულისა და ვაშინგტონის წინააღმდეგ.

კიმ ჩენ ინის თქმით, ჩრდილოეთ კორეა სრულ მზადყოფნაშია აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის. როგორც გამოცემა Yonhap ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, დიქტატორის მუქარა ასევე შეეხებოდა სამხრეთ კორეას.

“კიდევ ერთხელ გარკვევით აღვნიშნავ, რომ ჩრდილოეთ კორეა სრულ მზადყოფნაშია აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის. ამასთან, თუ სამხრეთ კორეის რეჟიმი და სამხედრო ავაზაკები გარკვეულ სამხედრო საშუალებებსა თუ მეთოდებზე დაყრდნობით ფიქრობენ ჩვენზე თავდასხმას და იმედი აქვთ, რომ შეძლებენ ჩვენი სამხედრო ძალის ნაწილის პრევენციულად ნეიტრალიზებას ან განადგურებას – ცდებიან”, – აცხადებს კიმ ჩენ ინი.

იტვირთბა....