უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ლიკვიდირებულ რუს ჯარისკაცთა რაოდენობა 40 200-სს გადასცდა. ცოცხალი ძალის გარდა, ყოველდღიურად იზრდება მტრის საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის დანაკარგები.
24 თებერვლიდან 28 ივლისამდე პერიოდში, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ასე გამოიყურება:
- 40 230 ჯარისკაცი
- 1 742 – ტანკი
- 3 979 – ჯავშანტექნიკა
- 894 – საარტილერიო სისტემა
- 258 – სარაკეტო სისტემა
- 117 – საზენიტო საბრძოლო სისტემა
- 222 – თვითმფრინავი
- 190 – ვერტმფრენი
- 729 – ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი
- 174 – საკრუიზო რაკეტა
- 2 854 – საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები
- 15 გემი/ნავი/კატარღა
- 75 – სპეციალური აღჭურვილობა