ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეუფე პეტრე გოგაშვილზე: მეუფე იაკობს კომპრომატებით ამარაგებდა, ივანიშვილთან შეთანხმებით, ჰყავდა [პატრიარქობის] კანდიდატი

მეუფე პეტრეს განცხადებით, სოსო გოგაშვილი მაღალი წოდების სასულიერო პირებს, კერძოდ მეუფე იაკობს კომპრომატებით ამარაგებდა და ეკლესიის საქმეებში ერეოდა. როგორც სასულიერო პირმა ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას განაცხადა, მისი ჩართულობით, “ფაქტობრივად საპატრიარქოში დაიგეგმა ციანიდის საქმე”. ამასთან, მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ გოგაშვილს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით, ჰყავდა კანდიდატი, რომელიც მომავალში პატრიაქრი უნდა გამხდარიყო და ეს, ილია მეორეს მოსაყრდრედ მეუფე შიოს დანიშვნა მათ ინტერესებში არ შედიოდა.

“უსაფრთხოების სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, მან დაიწყო მისთვის სასულერო იერარქების, კერძოდ, მეუფე იაკობის მომარაგება საეკლესიო კომპრომატებით, მაღალ იერარქებზე არსებული კომპრომატებით და მან დაიწყო ხელის ფათური ეკლესიაში. ის იყო ყველაზე დაახლოებული პირი პატრიარქსი მდივან-რეფერენტთან, ის ინფორმაციებს ცვლიდა მასთან და ციანიდის საკითხი დაიგეგმა საპატრიარქოში, ფაქტობრივად, მან დავალება შეასრულა. შეიძლება ითქვას, გოგაშვილს ჰყავდა თავისი კანდიდატი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით და რა თქმა უნდა, შიო არ იყო მისთვის მისაღები კანდიდატი. ეს, სავარაუდოდ, იქნებოდა ის კანდიდატი, რომელიც მან მოამარაგა კომპრომატებით. ცდილობს, რომ ყველაფერი მხოლოდ შიოს და რუსულ სცენარს დაუკავშიროს, რაც ნახევარად სიმართლეა”,  – აცხადებს მეუფე პეტრე.

იტვირთბა....