[su_quote]ეს წერილი გახლავთ ამერიკის მიმართ მორიგი შანტაჟი, აი, მე თუ დავსანქცირდები საბოლოოდ, მაშინ მოვაღებ პირს და ვიტყვი, რომ თქვენი ელჩი თქვენი დავალებით მაიძულებდა, ომი დამეწყო რუსეთისათვის, თითქოს ორ დღეში აიღებდა მოსკოვს – საუკუნის ტყუილი[su_quote]
ამის შესახებ ლეიბორისტური პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის წერილის შეფასებისას განაცხადა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ რომ ამერიკის ელჩს, მისივე თხოვნით, 21 მარტს შეხვდა. ამასთან, ივანიშვილი ამბობს, რომ “გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ”.