[su_quote]ბიძინა ივანიშვილმა უკვე დიდი ხანია დატოვა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თანამდებობა, ის აღარ არის პოლიტიკაში, ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. უბრალოდ, თქვა ადამიანმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალობაში. იყო მოთხოვნა და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას გაეგო, იყო ეს შეხვედრა თუ არ იყო და რას ეხებოდა ის. ჩვენ ხომ არაერთი განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით – როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ. ეს ციდან მოტანილი თემა ხომ არ არის? ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, თუ არ ვცდები[/su_quote]
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შეფასებისას განაცხადა.
“გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ”, – ნათქვამია ივანიშვილის წერილში, რომელშიც ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან ჰქონდა შეხვედრა.